[პრობლემების] ერთი ნაწილი არის 12 პუნქტი, მეორე არის ანტიდასავლური პროპაგანდა და შეურაცხყოფა, მესამე არის უკრაინასთან პოზიციონირება. არის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, გაუგებარია, სად დგას საქართველო, ვის მხარეს არის. იმ ქვეყნებს საერთოდ არ აინტერესებთ, არც 12 პუნქტი და არც არაფერი, ყველაფერი მეორეხარიახოვანიაო – აინტერესებთ, საქართველო სად დგას და მანამ ეს არ იქნება ცხადი, შანსი არ არის, რომ სტატუსზე თანხმობა მოგცეთო. ეს არის რეალობა. დაუძლეველი რაღაცები არის, ერთადერთი, ამის დაძლევა შეიძლება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მაგის შემდეგ გაიხსნება ეს ფანჯარა. მანამდე, ამ რეალობაში, სტატუსის მიღება, ჩემი აზრით, არის შეუძლებელი. მე არ მჯერა, ყოველ შემთხვევაში.