“ხელისუფლებავ!!! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ?რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?“– დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვას დაკავებას ფეისბუქ სტატუსით აფასებ. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

“ხელისუფლებავ!!!

აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ?

3500 ჰექტარს ედავებით?

მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა.

საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით.

2007 წ. პარლამენტში ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომისიის ხელმძღვანელობა.

დახურულ სხდომაზე ვსაუბრობდით მძიმე პრობლემებზე, სწორედ გარეჯის მიმდებარე და სხვა სასაზღვრო ტერიტორიებზე. ამასთანავე, არ მოგვსვლია აზრად, საქართველოს ხელისუფლებისთვის, კომისიისთვის სამშობლოს ღალატი დაგვებრალებინა.

რესპუბლიკელები მკაცრად ვაკრიტიკებდით მაშინდელ ხელისუფლებას დსთ- ში დარჩენის, ორივე კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობოების ეგიდით რუსის ჯარის დატოვების გამო.

ამასთანავე, მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიცია, რესპუბლიკური პარტია სახელმწიფოებრივად ვუდგებოდით სათუთ საკითხებს.

თალაკვაძე კითხულობს ახლა, 1945 წ. რუკით რატომ ხელმძღვანელობდა ქართული მხარე და არა უფრო ადრინდელი , 1938 წ. რუკითო? მერე რა, რომ დედანი არ გვქონდაო… სრული უმეცრება.

არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც.

ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!!
რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???“– წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე.