“ხელისუფლებას გაუტკბა პროტესტის გარეშე არსებობა,” – არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა” პრემიერის პეტიციით მიმართავს.
ონლაინ პეტიციაში, რომელსაც 2000 ხელმომწერი ჰყავს, სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას სთხოვენ აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს შემოსავლის მიღების საშუალება მიეცეთ და მოიხსნას კომენდანტის საათი.
“ეტყობა tik-tok – ერ ივანიშვილს ძალიან გაუტკბა ხეების თრევა და გადაწყვიტა ეს კომფორტი პროტესტის გარეშე კიდევ 1 თვით გაახანგრძლივოს. მივმართავთ საკორდინაციო საბჭოს თავჯდომარეს არ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა 22 ივნისამდე და მოხსნას ეს კომენდანტის საათი რომელიც კაცმა არ იცის რა ლოგიკითაა.” – აცხადებს დავით დონერიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” დამფუძნებელი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია გიორგი გახარიას სახელზე უკვე ჩააბარა.