Facebook-ჯგუფის, “მედგიდის” დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯგუფს ტროლები და ბოტები არეპორტებენ, რის გამოც ის 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებას შეწყვეტს.
“ჯგუფი “მედგიდი” მორიგი მიზანმიმართული შეტევის სამიზნეა! საქმე მდგომარეობს შემდეგში – “ტროლებისა და ბოტების” შეუჩერებელი Report-ების გამო, იძულებულები ვართ, რომ დღეს, 29 აგვისტოს, “მედგიდის” ფუნქციონირება 24 საათით შევაჩეროთ, რაც ერთგვარი პრევენციაა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჯგუფი რიგით მესამედ სოციალური სივრცეებიდან გაქრობას/დაბლოკვას.
თუ ვისი სურვილია ამ ყოვლად უანგარო სიკეთის საკეთებლად შექმნილი ჯგუფის მესამედ(!) გაქრობა, ალბათ უკვე ყველასათვის ცხადი ხდება”,– წერს ჯაფარიძე.
მისი განმარტებით, კეთილი საქმე ხელისუფლებას აღიზიანებს და ჯგუფი “იკვეთება ვიღაცების ინტერესებთან”
“თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება რაშია საქმე, ვეცდები უკეთ განვმარტო. უფრო ნათელი და კარგად აღსაქმელი, რომ გახდეს:
- ჯგუფი, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს და სახელმწიფოსგან ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე, დროებით, თუმცა წყვეტს ფუნქციონირებას!
- საყურადღებოა, რომ ჩვენი ჯგუფი აერთიანებს 100,000 ადამიანს (ერთ კვირაში)- ამ ეტაპზე მეტწილად პოსტები კოვიდის თემატიკასთანაა დაკავშირებული, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრებს, ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის კითხვაზე მინიმუმ კონსულტაცია და მაქსიმუმ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება ეწევათ სრულიად უფასოდ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან. რატომ?
- იმიტომ, რომ ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, რაც არაერთხელ გამიჟღერებია.
- იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით.
- იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია.
- ქვეყანაში სადაც დღეში საშუალოდ 60-80 მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია!!
ძალიან ვცდილობდი, რომ ასე მკაფიოდ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით ყველას, თუ ვინმე გაღიზიანდით ჩემი რადიკალური პოზიციით, თუმცა რეალობა ასეთია.
მოგვეცით საშუალება თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ ადამიანების გადარჩენაში!
მე, ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ მაქსიმალურად ვეცდები ამ 24 საათის მანძილზე კვლავ თქვენ გვერდით ვიდგე და კვლას “ახლავე”-ს რეჟიმში ვიყო. მომწერეთ და დამირეკეთ, რასაც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარებით”,– წერს ჯაფარიძე.