მომღერალი ირმა სოხაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ეშინია, რომ ხელოვანების დევნა არ დაბრალდეს, ამიტომ ყველგან “ნაციონალების აპოლოგეტები არიან”, ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი ხელოვანები კი იჩაგრებიან.
“ვიცი, რომ აბსოლუტურად თავისუფალია ყველა თავის აზრის ქონაში და შემდეგ, უკვე პროფესიონალზმით განისაზღვრება. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ნიშნით დღეს, დღევანდელი მთავრობა ნამდვილად არ განასხვავებს ხელოვან ადამიანებს.
მე გეტყვით პირიქით, სწორედ იმის შიშით, რომ არავინ დააბრალოს, ესენი არ დევნიან ნაციონალების აპოლეგეტებს და მათთან აფილირებულ ხელოვანებს, ყველაგან ისინი არიან. ხელისუფლება აქვს შიში, ვიმეორებ შიში, რომ არ დაბრალდეს, დევნიან ამ ხელოვანებს, ყველგან ესენი ჰყავთ. ჩვენ ნეიტრალურ და უფრო ხელისუფლებისკენ სიმპატიით გამსჭვალულ ადამიანები გაცილებით უფრო მეტად ვიჩაგრებით. მე ამას პირში ვეუბნები ამათაც და იმათაც. რა კარგ დღეში არიან ნაციონალებთან დაახლოებული ხელოვანები, იმიტომ, რომ იქაც კარგად არიან და აქაც.
ჩვენ კი, ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით”,– ამბობს სოხაძე CNews-თან ინტერვიუში.