“მიხეილ სააკაშვილმა თავისი დაბრუნებით „შეარცხვინა“ ის ხალხი, ვინც მასზე ამბობდა, რომ მშიშარაა და ამიტომ დაბრუნებას ვერასოდეს გაბედავს. ამ ნაწილში მან სრული რეაბილიტაცია მოიპოვა (თუ ასეთი სჭირდებოდა). მან იმედი გაუმართლა ადამიანებს, ვინც მისგან გმირულ საქციელს ელოდა. ეს საკითხი უკვე ამოწურულია.

ახლა სხვა კითხვა დგას დღის წესრიგში: ზრდის თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა და ციხეში ყოფნა მოხილვად მომავალში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ალბათობას? ეს აბსოლუტურად სხვა კითხვაა. მასზე პასუხი არ არის დაკავშირებული იმასთან, ვინ რას ფიქრობს მიშას პიროვნებაზე. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არა გვაქვს (ყოველ შემთხვევაში, მე არა მაქვს).

არის კიდევ მესამე თემა: რამდენად სწორია მიშას ციხეში ყოფნა. ამაზე ჩემი აზრი ცალსახაა: რა თქმა უნდა, ის პოლიტპატიმარია და რა თქმა უნდა, მისი განთავისუფლების მოთხოვნა სამართლიანია.

პრობლემა აქ იმაშია, რომ ამ ორი უკანასკნელი თემის დაკავშირება ობიექტურად ამცირებს მიშას განთავისუფლების შანსებს. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც იცის, რომ დღეს მიშას განთავისუფლება იქნება რეჟიმის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი.

თვითონ მიშამ ეს ორი საკითხი, ჩემი აზრით, სრულიად შეგნებულად გადააბა ერთმანეთს (თორემ 1 ოქტომბრამდე მის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა).

სწორედ ამიტომ, ხელისუფლებისთვის საბედისწეროდ მნიშვნელოვანია, მიშა არ გაათავისუფლოს”

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.