“ლელოს ძალიან ცხადი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც დამტკიცებულია პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის ლიდერების მიერ. ლელო არ აპირებს რაიმე ტიპის ოპოზიციურ ერთობაში ყოფნას, ეს არც უახლოეს წარსულში არ ყოფილა განხილული და არც უახლოეს მომავალში არ იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ამგვარი ოპოზიციური ერთობა, ხელოვნური ერთობა მითუმეტეს, არ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიზანია საქართველოში პოლარიზების დასრულება,”
ამის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.