სამხრეთ უკრაინაში, ხერსონში ოკუპანტების ქვეთი ჯარი შევიდა – ქალაქი, ფაქტობრივად, ალყაშია.
ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი ამბობს, რომ რუსული არმია ხერსონის შესასვლელთან აწყობს საგუშაგოებს. ის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს .
ადგილობრივი ჟურნალისტი იუწყება, რომ ხერსონში ჯერ კიდევ არის წყალი, გათბობა და ელექტროენერგია.