ხერსონში უკრაინელები მასირებული კონტრშეტევებისათვის ემზადებიან – რუსლან შავაძე

საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე, ხერსონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინელები მასირებული კონტრშეტევებისათვის ემზადებიან.

“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე(ხერსონის ოლქი) 18-19 ოქტომბრის განმავლობაში გაანადგურა საოკუპაციო ძალების 7 საბრძოლო მასალების საცავი და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგლიმდებარეობა…

სამხრეთის მიმართულებაზე ეფექტურად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები წუხელ ნიკოლაევის მიმართულებაზე გაანადგურეს 12 ერთეული ირანული წარმოების Shahed-136-ის დრონი, სავარაუდოდ გერმანული ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემა Gepard-ი სწორედ სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე გადაისროლეს რითაც საჰაერო ძალების ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან რუსული საოკუპაციო ძალების დატოვებასთან გავრცელებული ცნობები როგორც ჩანს ცრუ მანევრია ოკუპანტების მხრიდან, რადგან მათ დაიწყეს ინტენსიურად საბრძოლო მასალების ყველა შესაძლო გზით ხერსონში 76 საჰაერო სადესანტო ნაწილების მომარაგება ასევე ცოცხალი ძალის სახით, გავრცელებული ინფორმაციით მდინარე დნეპრზე მათ განათავსეს საწვავის გადასაქაჩად მილი ორ ნაპირს შორს, ჯავშანტექნიკის საწვავით მოსამარაგებლად, ამასთანავე იყენებენ ადგილობრივ უკრაინელებს საბრძოლო მასალების გადასატანად მცურავი ბარჟების გამოყენებით, რომელსაც ბუნებრივია უკრაინის არმია არ ბომბავს…

რა ხდება ხერსონში(დნეპრის მარჯვენა სანაპირო) რეალურად?

უკრაინის არმია ემზადება მასირებული კონტრშეტევებისათვის, ამ შეტევების მიმართულება ბუნებრივია უცნობია და ეს დამოკიდებულია ბრძოლის ველზე შექმნილ ოპერატიულ ვითარებაზე, წინა პოსტში ავღნიშნე რომ რამდენიმე დღის წინ დუდჩანიდან ბერისლავის მიმრთულებაზე უკრაინელთა კონტრშეტევა ცრუ მანევრი იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა, გამომდინარე იქედან რომ ხერსონის ფრონტზე უკრაინის არმია ფლობს უპირატესობას თითქმის ყველა კომპონენტში რუსმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს მოსახლეობის მომზადება რომ მოსალოდნელი მარცხის მასშტაბები გადაფარონ, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დაკარგვა პუტინის რეჟიმის პრესტიჟს კიდევ უფრო დააკნინებს და შიდა აუდიტორიას გაუქარწყლებს გამარჯვების მოლოდინებს (ოკუპანტებს არ უნდათ განმეორდეს ლიმანის და ხარკოვში განცდილი კრახი), ამასთანავე კრმელის კარზე დაიწყებენ მარცხში დამნაშავის ძებნას რომელსაც პუტინი შეეცდება გენერლებს გადააბრალოს….

ოკუპანტების მხრიდან უკრაინის ქალაქებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის მასშტაბური დაბმობვით შექმნილ ომში წარმატების იმიტაციას გენერალი სუროვიკინი კარგად ფუთავს ეს პუტინისათვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა ბრძოლის ველზე შექმნილი სავალალო მდგომარეობის გადასაფარად,თუმცა ამ დაბომბვებს არ მოჰყოლია ოკუპანტების მხრიდან ბრძოლის ველზე არც სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერატიული ინიციატივის ხელში აღება, პირიქით ამან გამოიწვია უკურეაქცია რაც გამოიხატება უკრაინის არმიის დაჩქარებული ტემპით შეარაღების მიწოდებით და ევროპის საბჭოს მიერ(რომელსაც ნოემბერში ევროპარლამენტიც დაამტკიცებს) ტერორიზმის სპონსორ ქვეყნათა სიაში შეყვანით რაც მის გარდაუვალ კრახს დააჩქარებს…” – აცხადებს რუსლან შავაძე.