გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ხვალ 12 საათზე გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.
ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურებიან.
ცნობისთვის, შსს–მ გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ისტორია, საიდანაც, სამინისტროს მტკიცებით, ირკვევა, რომ თამარი სუიციდის მეთოდებს google–ში ეძებდა.
უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილი ასევე არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ პროფილს მისი გარდაცვალების შემდეგ.
გარდა ამისა, შსს ირწმუნება, რომ ბაჩალიაშვილის ნაპოვნი წამლები იმ წამლებს ემთხვევა, რომელიც მან 17 ივლისს “დაგუგლა”.