ხვალ დაბადების დღე აქვს და მისმა შნირებმა გადაწყვიტეს მელია საჩუქრად მიართვან, ხელები დაიმოკლე შენ ტანმოკლე ფაშა – სააკაშვილი ივანიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის “მონების” მხრიდან ოლიგარქის ხვალიდელი დაბადების დღის საჩუქარია.

“ხვალ დაბადების დღე აქვს ბიძინა ივანიშვილს და მისმა მონებმა, შნირებმა გადაწყვიტეს, მიართვან მელიას თავი საჩუქრად ბატონს და ამითი დაამტკიცონ ერთგულება ყრმობა.ხელები დაიმოკლე, შე ტანმოკლე ფაშა, ხელები შორს ნიკა მელიასგან და თავისუფლების მოყვარე ხალხისგან რადგან ყველას ყველაფერი მობეზრდა. “,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.