მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი 28-29 ოქტომბერს საქართველოში ჩამოდის, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
საქართველოს 28 – 29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანიმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უნგრეთის პრემიერ მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიარიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარებისმინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვაოფიციალური პირები” – ნათქვამია ინფორმაციაში.