ხვალ ვნახავთ, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ინტერესებს დაიცავს თუ რუსეთის, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებას.
ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რეალურად წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესების გზით. თუ სასამართლო სრულად არ შეაჩერებს რუსული კანონის მოქმედებას, ეს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური და არ იქნება კანონის სრულად შეჩერების მომტანი, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის ამოქმედებას და ვეცდებით, მივაღებინოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილება. რადგან კანონის სანქციების ნაწილი 1-ელ სექტემბრიდან შედის ძალაში, გონივრული იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 1-ელ სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
აცხადებს ენმ-ის ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.