ხვალიდან ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის სხდომები განახლდება – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცახდებით, 13 მაისიდან ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის სხდომები განახლდება. მისი თქმით, ოპოზიცია ხვალ 14:00საათზე შეიკრიბება.

“მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და აი, ამ გაკოტრებულმა რეჟიმმა, რომ ვერანაირი ვირუსები, კორონები, ეპიდემიები და საგანგებოები ვერ გააჩერებს პოლიტიკური ძალებისა და ქართველი ხალხის სწრაფვას, განიკურნოს საშიში, ყველაზე უბედური ვირუსისაგან, რაც კი უშვია საქართველოს ისტორიას ამ რეჟიმის სახით”, — განაცხადა მან მთავარი არხზე.

ოპოზიცია პანდემიის პირობებში არ შეკრებილა. სხდომების განახლება სავარაუდოდ მთავრობის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.