13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება 11:55, 11-05-2021 13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. უქმე დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებული იყო. მუშაობა არ შეუწყვეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.