გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტს, ბოლო ზარის პერანგზე “ქურდული” სიმბოლიკა ჰქონდა გამოსახული. ამის შესახებ, რუსთავი2-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.
“ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლოზარზე – 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია?
ქურდული სიმბოლიკა
ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.
ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.
ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?”- წერს თეონა ცხომელიძე