პარტია გირჩის წევრი იაგო ხვიჩია და ომბუდსმენობის კანდიდატი,პოლიტიკურ ძალებს, ვინც მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, სახალხო დამცველის 2 მოადგილის არჩევის შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ მივდივართ პოლიტიკურ კონსენსუსზე და ვთავაზობთ პოლიტიკურ ძალებს, ვინც მხარს დაგვიჭერს 2 მოადგილეს, რომელთა მეშვეობითაც მათ შეუძლიათ მათი პრიორიტეტების განხორციელება დაიწყონ ან გააგრძელონ, რომელიც სახალხო დამცველის კომპეტენციებში ისედაც შედის. მე ვეცდები, რომ ჩემი მოსაზრებები და პოზიციები გამოვთქვა ნებისმიერ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვაძლევ საშუალებას ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მე ნდობას გამომიცხადებს, ჩემს პრიორიტეტებთან ერთად განახორციელონ თავიანთი პრიორიტეტებიც იმ ადამიანების მეშვეობით, ვისაც წარადგენენ ჩემს მოადგილეებად. მე მათ ხელს არ შევუშლი და პირიქით, მათთან მექნება აქტიური კომუნიკაცია იმ თემებთან დაკავშირებით სადაც მე გამაჩნია კომპეტენცია“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.