ხვიჩია: მელია რეიტინგდაკლებული გამოვა, ნაცების დესტრუქციის იდეა უნდა მოკვდეს

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “ნაცების დესტრუქციის იდეა უნდა მოკვდეს”

“ნაცების დესტრუქციის იდეა უნდა მოკვდეს, ეს მოხდა ამ არჩევნებზე. ზოგადად ბოიკოტების, ასეთი ტიპის იდეა უნდა მოვკვდეს. ახლა ბოლო ნაწილი იყო დარჩენილი – ციხიდან ღირსეულად გამოსვლა, რომ ციხიდან გამოსული, რეიტინგს მომიმატებდა. ნიკა მელია რომ გამოვა ციხიდან ისე, რომ რეიტინგი დაკლებული ექნება და არა მომატებული, ეგაც მორჩება. იმიტომ რომ თვითონ ქნეს ეგ. ევროკავშირის გირაოთი რომ გამოსული კაცი, ხომ ერთი ამბავი იქნებოდა, ამნისტიით რომ გამოხვალ ახლა, მეორე”,- ამბობს ხვიჩია ვახო მეგრელიშვილის გადაცემაში “დაუჯერებელი ამბები”.

მისივე განცხადებით, ყველაფერი გასაგები გახდება მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა.

ხვიჩიას ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მედია ინფრასტრუქტურა პარლამენტში ენმ-ს დასახვედრად ემზადება, რათა ჰკითხოს: “რა შეიცვალა მას მერე, რაც არ შემოდიოდი?”.