“კი, რა თქმა უნდა“ – ასე პასუხობს იაგო ხვიჩია კითხვას, აღიარებს თუ არა გირჩი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას გაყალბება არ დაუდასტურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერში მართალია.
“ამ სიტუაციაში შედეგად, რაც მივიღეთ არჩევნების შედეგად – როგორც ჩატარდა არჩევნები, რა პერიპეტიებიც ამას მოყვა, რა კრიზისშიც ჩვენ შევედით, ქართლ ოცნებას არ უდასტურდება არჩევნების გაყალბება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება მართალია ყველაფერში. ეს ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა საწინააღმდეგო არჩევნების გაყალბება/არგაყალბებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ გამოიყენა ისე, რომ გააფუჭა ეს პარლამენტი. თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც სულ შესვლა უნდოდა. პარლამენტი ყოფილიყო და შევდიოდით. პარლამენტი არ არის, გესმით?!”,– თქვა ხვიჩიამ “იმედის” ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ქმედებების გამო “აბსურდია” პარლამენტში პირდაპირ შესვლა.