პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათ ოპოზიციის აზრი უნდა “ეკიდოთ”, ხელისუფლების კი “ნაკლებად”.
“რას ფიქრობს ოპოზიციაზე ჩვენზე, უნდა გვეკიდოს, სხვა გზა არ არის. რას ფიქრობს ხელისუფლება – შეიძლება უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ გვეხებიან, გინდა არ გინდა. მაგრამ 100%-იან გავლენას ეგ ვერ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. ერთადერთი რაც ჩვენ არ უნდა გვეკიდოს, ეს არის ჩვენი მხარდაჭერების აზრი”,– ამბობს ხვიჩია ვახო მეგრელიშვილის გადაცემაში.
მისივე განცხადებით, “ქოცური” და “ნაცური” გზა არსაით არ მიდის, ამიტომ “დასაწყებია საკუთარი მესამე გზის მშენებლობა”.
ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა.
“იმდენად ქოცურად მოიქცნენ, რომ ვერ ჩამოირეცხავენ, რაც არ უნდა იძახონ, “მზად ვიყავით”,– ამბობს იაგო ხვიჩია.