ხმა მივეცი კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებსა და განვითარებას – ხაზარაძე

”არ დავასახელებ კონკრეტულად ვინ შემოვხაზე, მაგრამ მივეცი ხმა ცვლილებებს, კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებსა და განვითარებას.” – განაცხადა პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიოდერმა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მოადგილეობის კანდიდატმა, მამუკა ხაზარაძემ.

”ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი იმას, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მართვასა და ძალიან სწრაფ რეფორმებზე თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბატონი კუჭავასგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მეორეჯერ დაარღვია კანონი და სამწუხაროა, რომ პარალამენტის თავმჯდომარე ასე ღიად უგულვებელყოფს ჩვენს კანონმდებლობას და მისგან განსხვავებით მე, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ კონკრეტულად ვინ შემოვხაზე, მაგრამ მივეცი ხმა ცვლილებებს, კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებსა და განვითარებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რა გამოწვევების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე, არამარტო შიდა პოლიტიკაში, არამედ ჩვენ გეოპოლიტიკური გამოწვევები გვაქვს სერიოზული, ეს არის ვექტორი, რომელიც წლების განმავლობაში იცვლება ჩრდილოეთისკენ ქართული ოცნების მეშვეობით. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ეს მეორე ტურები, იქ, სადაც ტარდება ადამიანებმა მისცენ ცვლილებას ხმას, რომ ის არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 30 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და თავისუფლება არის ევროპული კურსი, დემოკრატიული მართვა, განვითარება არის კოალიციური მართვა და მრავალხმოვანება პოლიტიკაში.” – განაცხადა ხაზარაძემ