ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხმა კეთილდღეობას და ქვეყნის განვითარებას მისცა.
“დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს განვითარების 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.
მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თოთოეული ოჯახის კეთილდღეობას, და მთავარია, რომ ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას.
მე ვფიქრობ, რომ ეს ღირებეულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული და ვფიქრობ, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას”,- ამბობს ივანიშვილი.
მან საზოგადოებას მოუწოდა, “თავისი სინდისის, თავისი ოჯახის, თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე”.