ხმაური ცესკოს სხდომაზე: ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომიდან გააძევეს და შესვენება გამოაცხადეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი უნდა დაამტკიცონ.

სხდომა  პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო. ჟვანიას “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მოსთხოვა დაკონკრეტება – რას აჯამებდა, საუბნო თუ საოლქოს შედეგებს. ჟვანიამ გოგორიშვილს არ უპასუხა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწდა, თუმცა ჟვანიასგან ცინიკური პასუხი მიიღო.

დაპირისპირების დროს კომისიის წევრებმა ხათუნა გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა გოგორიშვილს სხდომა ვერ დაატოვებინეს.

ცესკოს სხდომაზე დღეს საბოლოოდ განიხილავენ საჩივრებს. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებლე ოქმს ასაჩივრებს და აცხადებს, რომ სასამართლო დავების  დასრულებამდე შემაჯამებელი ოქმის შედგენა უკანონობაა.

მოგვიანებით დარბაზში შემოსულა მანდატურებმა დარბაზიდან ევროპული საქართველოს წევრების იძულებით გაყვანა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ჟვანიამ სხდომა 10 წუთიანი შესვენებით შეწყვიტა.

ცესკო-ს სხდომის პარალელურად, პროტესტი დაიწყო ცესკო-ს შენობასთანაც, სადაც სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.