ხობი-ნოჯიხევის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მაღალი სიჩქარით მოძრავი “ტოიოტას” მარკის მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
მანქანაში მყოფი ორივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.