შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.