ხოშტარიამ ცესკოს თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა 6 სთ-მდე გადააწევინა

ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოში მივიდა და მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რეგისტრაციის ვადა 6 საათამდე გადააწევინა.

“6 საათმდე გადავაწევინეთ დრო, ვწუხვარ რომ მეტი ვერა, მაგრამ რამდენიმე საათი კიდეა. გააგრძელეთ რეკვა ცხელ ხაზზე”,– წერს ხოშტარია ფეისბუქზე.

“ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0)” – აცხადებს თავად ცესკო.

ცნობისთვის, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მიმართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.