“ალბათ აჯობებს, ყველამ ცალკ-ცალკე თავისი ელექტორატი მოიზიდოს, რომ ეს პარტიებიც გავზომოთ, ვინ არიან. თუ კოალიცია უნდათ, შექმნან პოსტსაარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება მაჟორიტარულ კანდიდატებს, აქაც ვფიქრობ, რომ პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრით, ერთიანი კანდიდატით გამოსვლა არ იქნებოდა სწორი.

გარდაუვალია მეორე ტურები. თუ ოპოზიციას უნდა კარგი კოორდინაცია, მათ უნდა თქვან, რომ პირველი ტურები ჩაითვლება ე.წ. პრაიმერისად და ოპოზიციიდან ვინც გადაინაცვლებს მეორე ტურში, კონსოლიდირებულად დაუჭერენ მხარს. ეს ტექნოლოგია ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ ოპოზიცია საკმაოდ ეკლექტურია.

 

აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტვ პირველის ეთერში ადგილობრივი არჩევნების შესახებ.