„ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ ის უქნიათ. მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს დაპირისპირება და კინკლაობა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს 2024 წლის საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას. ეს პროცესები „ნაცმოძრაობაში“ უნდა გაგრძელდეს“,

ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.