ცოტა ხნის წინ ილონ მასმა ტვიტერზე დაწერა, რომ გააგრძელებს უკრაინული არმიისთვის Starlink–ის თანამგზავრული ინტერნეტის დაფინანსებას, რომელიც ომის საწყის ეტაპზე უკრაინელებს დახმარების სახით გაუგზავნა, ცოტა ხნის წინ კი წუწუნი დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი პენტაგონს გაუგზავნა წერილი, რომ მისი კომპანია ვეღარ შეძლებდა უკრაინის არმიისთვის ინტერნეტის უფასო მიწოდებას.
“ჯანდაბას… მართალია Starlink ფულს კარგავს, სხვა კომპანიები კი მილიარდობით დოლარს იღებენ გადასახადის გადამხდელის ფულით, ჩვენ მაინც უბრალოდ განვაგრძობთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას“– დაწერა მასკმა.
The hell with it … even though Starlink is still losing money & other companies are getting billions of taxpayer $, we’ll just keep funding Ukraine govt for free
— Elon Musk (@elonmusk) October 15, 2022
Starlink–ის თანამგზავრულ ინტერნეტს უკრაინის არმიისთვის საბრძოლო მოქმედებებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მას იყენებენ იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო ჩვეულებრივი და მობილური ინტერნეტი არ მუშაობს.
ინფორმაციას მასკის მიერ უკრაინელებისთვის ინტერნეტის შეწყვეტის შესახებ მისი მისამართით მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. ამას კი წინ უძღვოდა კრიტიკის კიდევ ერთი ტალღა ილონ მასკის მიმართ ტვიტერის პოსტის გამო, რომელშიც “სამშვიდობო ინიციატივით“ გამოვიდა და დაწერა, რომ უკრაინამ მშვიდობის დამყარების მიზნით რუსეთს მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები უნდა დაუთმოს.
“რომელი მასკი უფრო მოგწონთ?“–ზელენსკიმ მასკის სკანდალურ გამოკითხვას ტვიტერზე გამოკითხვითვე უპასუხა
უკრაინაზე სკანდალურ პოსტამდე ილონ მასკი პუტინს პირადად ესაუბრა – მედია