ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობისგან საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებას ითხოვენ

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფი მთავრობას მიმართავს და კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებას ითხოვენ.

მათი თქმით, საბჭო ჩაკეტილი სამუშაო ჯგუფია, რომელიც უნდა გაფართოვდეს და საკითხის მართვა პარტიულიდან ეროვნულ დონეზე გადავიდეს.

“დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონიძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება. ეპიდემიის მართვაში პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან ამ საკითხის მართვა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე”,- ამბობენ ჯანდაცვის ექსპერტები.

“ჩვენ ვხედავთ სისტემის კოლაფსს, დროულად ვერ მიდის სასწრაფოს მანქანები პაცეინტებთან, არის ექიმების, რესურსების ნაკლებობა, ოჯახის ექიმის პასუხი ხშირად არარელევანტური და დაგვიანებულია, ადამიანს სიცხე რომ აქვს, არ იცის, აქვს თუ არა კოვიდი, სად უნდა გაიტესტოს და მერე როგორ მოიქცეს”. – თქვა ნინო მირზიკაშვილმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

მათი თქმით, პანდემია ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი უნდა გახდეს.

“ყველანი შევთანხმდეთ შემდეგ პრინციპზე — პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი. დაუყოვნებლივ გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 85952;
  • გამოჯანმრთელებულია – 68929;
  • გარდაცვლილია – 778;
  • კარანტინშია – 2797;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5662′
  • კოვიდ სასტუმროშია – 3351.