არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნაზი ჯანეზაშვილის, გიორგი ბურჯანაძის და ანა აბაშიძის კანდიდატურა წარადგინეს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
დასახელებული კანდიდატები არიან: მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე და „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.
“ამ 3 ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატებს და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სუბიექტებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რათა შემდეგ მათაც სწორედ ეს ადამიანები დაასახელონ, რათა სამივეს ეყაროს კენჭი უშუალოდ პარლამენტში”. – თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე.