ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson & Johnson-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატი კოვაქს პლატფორმაზეც განთავსდება, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინების თანაბარი განაწილებისთვის შექმნა.
მანამდე, Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ. ევროკავშირის მარეგულირებლის განცხადებით, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის.