“ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივალ პარლამენტში”. – აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, ოპოზიცია შს მინისტრის პარლამენტში მოსმენას ითხოვს.
ვახტან გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.