მოსკოვმა უნდა გადაიხადოს რეპარაცია მის მიერ დანგრეული ინფრასტრუქტურისთვის, ასევე ჩადენილი მკვლელობების, გაუპატიურების, წამებისა და სხვა დანაშაულისთვის– ამის შესახებუკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნნიკოვმა დანიური ტელეარხის ეთერში განაცხადა,სადაც თქვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა 1991 წლის საზღვრებზე გავა და რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის.
თავდაცვის მინისტრის თქმით, კიევი შეიძლება კომპრომისზე წავიდეს მხოლოდ მაშინ, როცა რუსები უკრაინის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანენ. მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ კი ქვეყნებს შორის მეზობლობის საკითხის განხილვა დაიწყება:
“მათ უნდა გადაიხადონ რეპარაცია მთელი დანგრეული ინფრასტრუქტურის და მოკლული უკრაინელებისთვის – მკვლელობების, გაუპატიურების, წამების და დანაშაულისთვის. ტერიტორიული კომპრომისი – ეს არის უკრაინის გასვლა 1991 წლის საზღვრებზე“–თქვა რეზნიკოვმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის გენშტაბი შეძლებს ყველაზე კარგი მიმართულებები შეარჩიოს კონტრშეტევისთვის, როცა ფრონტი დასტაბილურდება.
“კონტრშეტევა ტერიტორიების გასათავისუფლებლად აუცილებლად გვჭირდება. სწორედ ამიტომაც ჩვენ ის დავაანონსეთ, როგორც ფაქტი. ჩვენი ხალხი და პარტნიორები აქტიურ მოქმედებებს ელოდებიან. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ აქტიური მოქმედებებისთვის მეტი იარაღი გვჭირდება“–თქვა რეზნიკოვმა და დასძინა, რომ უკრაინის მთავარი მიზანი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მთლიანად გათავისუფლებაა, ხერსონის, ლუგანსკის და დონეცკის ჩათვლით, და რა თქმა უნდა ყირიმის გათავისუფლება.