გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამნისტიაზე შეთანხმებისას მედიატორებმა სიღრმეებში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
მისივე განმარტებით, მხარს არ დაუჭერს ამნისტიას, თუ ის ადამიანების დასახიჩრებაში ან ბრძანების გაცემაში ბრალდებულებს შეეხება.
“ეს მუხლი უნდა შეხებოდა ნიკა მელიას და მაგიტომაც ჩაიდო. არავის იქ არ განუხილავს და არც ყოფილა საუბარი, რომ რამე ამნისტია უნდა გამოცხადებულიყო სამართალდამცველებთან მიმართებით, ან ვინც ბრძანება გასცა მათთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ იქ დავსვით საკითხი, რომ ეს ფართოდ შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული. ჩვენ, მე რაც მახსოვს, მედიატორებმა უბრალოდ არ მოგვცეს სიღრმეებში შესვლის შესაძლებლობა.
ეს ტექსტი უნდა ეხებოდეს ნიკა მელიას და ნიკა მელია უნდა გამოვიდეს გარეთ. თუ ჩაიწერება ტექსტი, რომელიც ამნისტიას მოახდენს იმ ადამიანებს, ვინც დაასახიჩრა ხალხი, ან ვინც ბრძანება გასცა, მაგას ხმას არ მივცემ”,– განაცხადა ჯაფარიძემ.