“ჯაფარიძემ პოზიცია დააფიქსიროს, ჩემს მლანძღველებს შორის მისი მეგობრებიც არიან ” – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო მიღებული კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც მისი მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, მას ლანძღავს, ზურა ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ხვიჩია აცხადებს რომ ზურაბ ჯაფარიძემ პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
“მგონია, რომ მართლა დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია”, – წერს ხვიჩია.
მისი თქმით, პარტიაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთი კაცის პარტიაა და ამიტომ ისინი მხოლოდ ჯაფარიძეს აღიარებენ, პარტიის დანარჩენ ლიდერებს კი, როცა შანსი მიეცემათ, ლანძღავენ.
“ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს. არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეიძლება ეს ნორმალური იყოს?”, – წერს ჯაფარიძე.
საქმე ეხება იაგო ხვიჩიას სტატუსს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა.