დღეს, ჟენევაში გაიმართა გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ბრიფინგი კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის თაობაზე. ექიმ ჰარისის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა ევროპის რამდენიმე ნაწილში შემსუბუქებულია, მაგალითად – იტალიაში და ესპანეთში. თუმცა, ეპიდაფეთქების ზრდა ხდება ბრიტანეთში და თურქეთში.
სიტუაცია გამუდმებით იცვლება. ახლა რუსეთი გახდა ჩინეთში კორონავირუსის მთავარი იმპორტიორი. ჩინეთში, ინფიცირების 409 ახალი ფაქტი, მისი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან შევიდა. “ახლა ჩინეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იმპორტირებული შემთხვევებია” – თქვა ბრიფინგზე ექიმმა ჰარისმა.
იმ სახელმწიფოებს, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების შერბილებას გეგმავენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს სარეკომენდაციო გზამკვლევს გაუგზავნის. მისი მიზანია სახელმწიფოს ლიდერები დარწმუნდნენ იმაში, რომ შეზღუდვების მოხსნისას უზრუნველყოფილ იქნას 6 პუნქტი. ექიმ ჰარისის თქმით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: კონტროლირებულია, თუ არა ვირუსის გადაცემა თქვენს სახელმწიფოში.
წყარონ: ამერიკის ხმა