შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ქვეყანაში უკრაინიდან 100 000 ლტოლვილს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Washington Post-ი აშშ-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ოფიციალურმა პირებმა Washington Post-ს განუცხადეს, რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს.
ომის დაწყების დღიდან უკრაინა 3.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.