სანამ აშშ–ში ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტი გამოჰქონდათ, ჯონი დეპი მეგობრებთან ერთად პაბში ერთობოდა.
58 წლის მსახობმა ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ცილისწამების საქმე მოიგო. სასამართლომ გუშინ დაადგინა, რომ ჯონის ის არ უცემია და არც სექსუალურად ძალადობდა. სასამართლომ ემბერ ჰერდს ყოფილი ქმრისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. დეპს კი ჰერდისთვის 2 მილიონის გადახდა შესაგებელი სარჩელისთვის. ჰერდი სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებას დარბაზში ელოდა, ჯონი დეპი კი მეგობრებთან ერთად დიდ ბრიტანეთში იყო. ამის შესახებ Daily Mail წერს.
დეპმა გამარჯვება ნიუქასლში მდეარე პაბში The Bridge–ში აღნიშნა, რომელიც ტრადიციული ინგლისური ფასთ–ფუდით არის განთქმული.
პაბის სტუმრები აშკარად არ ელოდნენ აქ ცნობილი მსახიობის და მისი მეგობრის, მუსიკოს სემ ფენდერის გამოჩენას.
“ჯონი პირველი მოვიდა. მას უნდოდა მეგობრებთან ერთად დამჯდარიყო და ყურადღების ცენტრში არ მომხვდარიყო. მაგიდა გამოვუყავით და ის ყველაზე კარგი კლიენტი აღმოჩნდა, ვინც კი ოდესმე გვყოლია. ჩემმა დამხმარე ბარმენმა გოგომ და მან სასიამოვნოდ სიაუბრეს.“– ყვება ბარის მენეჯერი ჯანინ ლეტჩფორდი და აზუსტებს, რომ ჯონი დეპი მათი მასპინძლობით კმაყოფილი დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ პაბში შესანიშნავი ლუდი აქვთ, ჯონი დეპს ალკოჰოლი არ მიუღია.
თუ დეპი გუშინ შესანიშნავ განწყობაზე იყო და გამარჯვებით ტკბებოდა, მისი ყოფილი ცოლი სასამართლო ვერდიქტის მოსმენისას აშკარად დათრგუნული და მოღუშული იყო.
მან სასამართლო დარბაზი ადვოკატებთან და დასთან ერთად დატოვა. გადაწყვეტილების კომენტირებისას კი თქვა, რომ იმედგაცრუებულია.
“ჩემი იმედგაცრუების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. გულგატეხილი ვარ იმის გამო, რომ უამრავი მტკიცებულება კვლავ არასაკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის განუზომელ ძალაუფლებას და გავლენას დაპირისპირებოდა. უფრო მეტად იმედგაცრუებული ვარ იმით, თუ რას ნიშნავს ეს ვერდიქტი სხვა ქალებისთვის. ეს დიდი მარცხია. ეს დროს უკან აბრუნებს, როცა ქალს, რომელიც ხმას ამოიღებდა საჯაროდ ამცირებდნენ და დასცინოდნენ“– თქვა ემბერ ჰერდმა, რომელიც აპელაციას აპირებს.