ჯუდი დენჩი ყველაზე ხანდაზმული ვარსკვლავია, რომელიც 104 წლიანი არსებობის მანძილზე ბრიტანული ვოგის გარეკანზე გამოჩნდა.ყველაზე ხანდაზმული ვარსკვლავი, ვინც ვოგის გარეკანზე ოდესმე დაუბეჭდავთ გასულ წელს 81 წლის ჯეინ ფონდა იყო.
85 წლის მსახიობი ჟურნალის ივნისის ნომრისთვის, ჯერ კიდევ კარანტინამდე გადაიღეს, თუმცა ინტერვიუში ის საუბრობს სურეის სახლში თვითიზოლაციაზე.
ის ამბობს, რომ ამ კრიზისიდან შესაძლოა “მეტი სიკეთე მივიღოთ“.
კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას ჯუდი დენჩმა განაცხადა: “დარწმუნებული ვარ, თავს ისევე ვგრძნობ, როგორც ყველა. ასეთ უპრეცედენტო დროს ძნელია რამე გაიგო. კარგი ის არის, რომ ეს სიტუაცია აიძულებს ადამიანებს გაიგონ იმ ადამიანების სირთულეები, რომლებიც სრულიად მარტონი არიან. თუ ამ ყველაფრიდან მეტ სიკეთეს მივიღებთ, მაშინ ეს პლიუსი იქნება.“
ჯუდი დენჩმა ცოტა ხნის წინ სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თანხების შეგროვებაში პანდემიის ფრონტის წინა ხაზზე მომუშავეთათვის. თანხები საქველმოქმედო ორგანიზაციებს – Care Workers Charity და NHS Charities Together–ს გადაეცა.
ის ასევე სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა კრიზისის დროს, მიუხედავად იმისა რომ თავად არ იყენებს სოციალურ მედიას.
ის გამოჩნდა ვიდეორგოლებში, რომლებიც მისი ოჯახის წევრებმა და ჯაილსონ ბრანდრეტმა გამოაქვეყნეს, ასევე ტიკ–ტოკ ცეკვა იცეკვა შვილიშვილთან ერთად.
ჟურნალთან საუბარში ჯუდი დენჩმა თქვა, რომ ჯერჯერობით პენსიაზე გასვლაზე არც ფიქრობს და უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება:
“არა, არა, არა! არ ახსენოთ ეს სიტყვა. ოღონდ ჩემს სახლში არა, აქ არა. პირი გამოირეცხეთ!“–ასეთი იყო მისი რეაქცია ამ სიტყვის ხსენებისას.