ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.
მასთან ერთად გაცემულია ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც. დეიფი ისრაელზე, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორად სახელდება, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ დეიფი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია ტერორისტულ ორგანიზაციას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ჰააგის სასამართლო აცხადებს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად“, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი ჩართული იყვნენ ქმედებებში, რომლებიც მისი იურისდიქციის ქვეშ სამხედრო დანაშაულებს წამოადგენს.
ისრაელი, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, გამუდმებით უარყოფს სასამართლოს უფლებამოსილებას და აცხადებს, რომ პოლიტიკურად არის მიკერძოებული ისრაელის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, რომის სტატუსის ყველა ქვეყანა ვალდებულია დააკავოს პრემიერი, თუ იგი რომელიმე ამ ქვეყანაში ჩავა