ჰააგის ტრიბუნალმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულის გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულის გამოძიება დაიწყო.

“უკრაინაში არსებული პირველადი სიტუაციის ანალიზის შემდეგ, ჩემმა ოფისმა დაინახა საკმარისი საფუძველი ჩათვალოს, რომ შეიძლება ჩადენილი იყო დანაშაული, რომელიც ხვდება ჩვენი სასამართლოს იურისდიქციაში. კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც პოტენციურად ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, უკვე გამოვლენილია და საფუძვლად დაედება გამოძიებას“– განაცხადა ჰააგის ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა.

მანამდე კარიმ ხანი აცხადებდა, რომ აპირებდა მიემართა სასამართლოს საპრეზიდენტო საბჭოსთვის გამოძიების დაწყების გადაწყეტილებისთვის, თუმცა 38 ქვეყნის მიერ შექმნილი ტრიბუნალის მიმართვამ მას საფუძველი მისცა მუშაობა დაუყოვნებლივ დაეწყო.