ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო ჯარებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ საგუშაგო დაცვა აიღეს.საგუშაგო მოიცავდა „ჰამასის“ სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ ტერიტორიებსა და მიწისქვეშა გვირაბებს.
ასევე ცნობილია რომ გუშინ ღამით, „ჰამასის“ რამდენიმე წევრისა და საველე მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს.
ამასთან, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დარტყმა მიაყენეს „ჰამასის“ 450-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის გვირაბებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.