ისრაელის თავდაცვის ძალები სატელიტურ ფოტოებს ავრცელებენ სადაც ჩანს, რომ ღაზის სექტორში მდებარე შიფას საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის მთავარი სამხედრო სამეთაურო ცენტრებია განლაგებული.
“ჰამასი” ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს განცხადება პრელუდიაა პალესტინელ ხალხზე შემდგომი თავდასხმებისთვის.
“ჰამასის” წევრმა, იზათ ალ-რიშქმა აღნიშნული ბრალდება 17 ოქტომბერს ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებას დაუკავშირა, რასაც ჰამასი ისრაელს აბრალებდა, თუმცა IDF-მა მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჩამოვარდნილი რაკეტა, ღაზის სექტორიდან გაშვებული მწყობრიდან გამოსული რაკეტა აღმოჩნდა.