ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰამასის ოპერაციულ ცენტრზე ღაზაში მოკლულია დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური, მურად აბუ მურადი.
აბუ მურადი იყო ნაჰბას საჰაერო-სადესანტო სპეცრაზმის მეთაური და ისრაელის წყაროების მიხედვით, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთი ლიდერი და კოორდინატორი.
ისრაელის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მანამდე რამდენიმე ლიბანელი ბოევიკი მოკლეს, რომლებიც ცდილობდნენ ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ქალაქ მარგალიოტის მახლობლად ლიბანის საზღვარზე.
ისრაელის არმიის ცნობით, ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები გამოიყენეს.
ისრაელის არმიის განცხადებაზე პალესტინის მხარე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
მოგვიანებით ისრაელის არმიამ ჰამასის კიდევ ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა