ჰარისზე, პუტინის კომენტარი თავად გაშიფრონ! – განაცხადა ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და კრემლის პროპაგანდისტმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
“როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ეკითხებიან, [პუტინი] შესაბამის კომენტარს აკეთებს. რაც შეეხება ტონს, უცხოეთში ამით დაინტერესებულებმა თავად გაშიფრონ. მოდი, არ წავართვათ მათ ეს შესაძლებლობა” – განაცხადა ამის შესახებ, პესკოვმა.
ცნობისთვის, გუშინ 5 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერდა.
“რაც შეეხება ფავორიტებს [აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში], ჩვენი გასარკვევი საქმე ეს არ არის. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია. ჩვენი ფავორიტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო ბატონი ბაიდენი. ის მოხსნეს, მან კი ქალბატონი ჰარისის მხარდაჭერა გვირჩია. ასეც მოვიქცევით, [ჰარისს] დავუჭერთ მხარს” – თქვა პუტინმა.