ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სანქცირებული მოსმენები ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება
“მითუმეტეს საქართველო, რომელიც არის საჯილდაო ქვა, ბევრი სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთაშია, შესაბამისად, არის სამსახურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. რაც შეიძლება დიპლომატების [მოსმენას], ეს არის ტყუილი, სიცრუე და იქ რაც წერია, ყველაფერს ნუ დაიჯერებთ”,– თქვა ზარქუამ. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ტყუილად დაიბარეს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ის ასე პასუხობს:
“ჰკითხე ჰარცელს. ტყულად შეიძლება დაიბარეს თუ არ დაიბარეს, მას ჰკითხეთ, მე რა ვიცი, ახლა, ნუ”,- აღნიშნა ზარქუამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ სავარაუდოდ სუს-დან გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს.