ელჩები წარმოადგენენ სახელმწიფოებს, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გმობს და აცხადებს, რომ ის საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს, შესაბამისად, მასზე თავდასხმა გერმანიაზე თავდასხმაა. საგარეო უწყების მტკიცებით, ჰუმბერტ კნირშის მიმართ “შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია” ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

“ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა. გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში”– აცხადებს სამინისტრო.

საგარეო უწყება მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს, მათ შორის ჰუმბერტ კნირშს.

“ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს. მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით. ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში“, – წეროა განცხადებაში.

გერმანიის ელჩი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. რამდენიმე დღის წინ მან ასევე ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე, რომლის შესახებაც თქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ პირდაპირპროპორციული ძალა გამოიყენა. მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი რუსეთის ინტერესებში იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ქმედებებმა მათ საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცა.

საარჩევნო კოდექსში შესული შესწორებები ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს – კრისტიან ურსე

მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მინდა ამ პროცესში...

ვისი ნათესავია შაქარაშვილის საქმის მოწმე – მაღალჩინოსანი ნათესაურ კავშირს ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის...

მაჩხაანში ბალახის დაწვის დროს ხანშიშესული ქალი დაიწვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში ხანშიშესული ქალი იმ დროს დაიწვა, როცა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს...

ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსული ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე...

თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ...

ეჯაილ ტრანსფორმაცია – ბიზნესის კეთების ახლებური კულტურა

საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“, რომელიც თიბისისა და მასტერქარდის ორგანიზებით გუშინ გაიმართა, Zoom-ის...

ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს – კარლ ჰარცელი...

როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ...

ბაჩანა შენგელიას, სასამართლო განჩინების მიუხედავად, სანოტარო საქმიანობა არ აღუდგა

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლო განჩინებისა, რომლის მიხედვით, მას სანოტარო საქმიანობა უნდა...

სხვა სიახლეები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მიმზიდველი კოღოებისთვის 1 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. მათ, ვისაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ...

ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ახალი კორონავირუსის ჯი-მუტაციაზე

კარგი ამბით დავიწყოთ: კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის მუტაცია სახელად დი-614-ჯი (D614G), დღევანდელი მოცემულობით, არ ხდის ადამიანებს კიდევ უფრო ავად, ან უფრო მეტად არ ამძიმებს ინფიცირებულებს. ამ...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლი მისი შავკანიანი შვილის გამო შიშობს და თვლის, რომ “სისტემა მას არ დაიცავს

შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია და აშშ–ში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყანაში კვლავ ალაპარაკდნენ...

ვიდეო