ვისი ნათესავია შაქარაშვილის საქმის მოწმე – მაღალჩინოსანი ნათესაურ კავშირს ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

გიორგობიანი წერს, რომ ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და ერთადერთია, ვინც პოლიცია გამოიძახა. შსს–ს მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ შაქარაშვილის საქმესთან იაკობ ბრეგვაძის შემხებლობის შესახებ 22 ივნისს გაიგო.

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს.

ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს, ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია!

დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რეფორმატორთა ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფი შსს–ს მაღალჩინოსნის ნათესავია.  კუპარავა ამბობს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ამ მაღალჩინოსანთან.

პოპულარული

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

Reuters: დრონების თავდასხმებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 45%-ით შეამცირა

ოქტომბრის ბოლოდან უკრაინული დრონების თავდასხმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის...

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში...

გარე ზეწოლა რუსეთისთვის მნიშვნელოვან სტიმულად იქცა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის...

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით...

დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე – ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია – საბურთალოს რაიონის გამგებელი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა...

ყველა ამბავი

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – ეძებენ ორს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.ახლა მაშველები...

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.  სამძებრო სამუშაოები გრძელდება,...

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს.ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი...

ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო – პუტინი

"ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო " - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ  სამართალდამრღვევად ცნო და 23 და 24...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტია. დეკლარაციის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ რუსეთმა, ჩინეთმა...

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან – ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებაზე

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, და წერს,რომ რუსთავი 2-მა, არასწორად გააშუქა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა  გერმანიის საელჩოში."პრესის თავისუფლება და ფაქტებზე...

თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ – კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე

კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 90-ვე ოჯახს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ, რადგან არსებობს კორპუსის ჩამონგრევის...

ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ Sotheby’s-ზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა. აუქციონამდე ნახატის ამჟამინდელმა მფლობელებმა და მისი წინა მფლობელების მემკვიდრეებმა...

არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია – სულხან თამაზაშვილი

ნგრევის საფრთხე რეალურად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა. აფეთქების...

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა...