მოვუწოდებთ პარტიების წევრებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციას გადაწყვეტილების აღსრულებაში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიებსა და ნიკა მელიას მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაკავებაში შსს–ს წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ.

“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით”, – წერია უწყების განცხადებაში.

დღეს სამართალდამცველები ნიკა მელიას დასაკავებლად ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ შეუშვეს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით...

პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მისი შვილების მასწავლებელს გაყვა ცოლად

პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი, მაკენზი სკოტი სკოლის მისი შვილების სკოლის მასწავლებელს გაყვა ცოლად. ის...

გამორიცხული არ არის – თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე

"გამორიცხული არ არის" - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი. "თუ...

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი – მეუფე პეტრე

"ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი" -ამის შესახებ, მეუფე პეტრე ცაავამ, ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა. "პასუხისმგებლობა ყველა...

“როდესაც მოვა დრო, ყველაფერს გაიგებთ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, თუ არ მივიღებ“–კალაძე

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დატოვებას...

ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორია -კახა კალაძე ჩანაწერებზე

"ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორია"- ასე ეხმაურება, ქალაქის მერი, კახა კალაძე აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას...

მარტვილის ეპარქიაში, ხალხი აივნიდან გადმოყარეს – არიან დაშავებულები მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს რომ მარტვილის ეპარქიაში, ხალხი აივნიდან გადმოყარეს. არიან დაშავებულები...

ვინც ბერას კაცობაზე ლაპარაკობს იმის დედას შევ**ი – მუქარის შემცველი ახალი აუდიოჩანაწერი

ტელეკომპანია "პირველი" კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც ბერა ივანიშვილის მორიგმა მსვერპლმა, მანანა მჭედლიშვილმა, 2013...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო